ეკონომიკა

„ჩრდილოეთ-სამხრეთის“ პროგრამაში  ზოგიერთ სფეროში  შევედით მშენებლობის ფაზაში –     სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტში დადებითი ის არის, რომ ჩვენ საბოლოოდ შევედით მშენებლობის ეტაპზე ზოგიერთ სფეროში. ამის შესახებ  ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა განაცხადა.

„კერძოდ, მრავალი წლის განმავლობაში შენდებოდა მონაკვეთები არტაშატიდან ერევანამდე და ერევნიდან აშტარაკამდე. მეტიც, ერევნის ზოგიერთ რაიონში არის სასამართლო საკითხები, რის გამოც სამუშაოები ან ნელა მიმდინარეობს, ან არა, მაგრამ, როგორც ჩანს, გამოსავალსაც პოულობენ. ახლა აშტარაკ-ტალინის მონაკვეთზე მშენებლობის ეტაპზე შევედით. მოგეხსენებათ, რომ ახლანდელ გამოცვლილ გზას ბევრი მოსახვევი აქვს, ხშირად ხდება ავარიები, უხერხულია მგზავრობა. ახლა ორი სამშენებლო კომპანია მუშაობს, თითოეულ მათგანს 18 თვე აქვს სამუშაოდ.

ლანჯიკიდან გიუმრამდე მონაკვეთის ძირითადი ნაწილი წელს დასრულდება, იქნება სხვა მცირე სამუშაოებიც. თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს მოასფალტებას მთლიანად დავასრულებთ.

დავიწყეთ სამხრეთის პირველ მონაკვეთზე, აგარაკიდან ქაჯარანამდე მონაკვეთზე მუშაობა. კონკურსი უკვე ჩავატარეთ, ირანულმა  კომპანიამ გაიმარჯვა. იქაც სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყება“, – განაცხადა სანოსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button