პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ამ კვირაში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა.

„მინისტრი სომხეთსა და აზერბაიჯანში პარასკევს დილით გაემგზავრება. „ის ჯერ ერევანს ეწვევა, სადაც თავის სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს შეხვდება“, – განაცხადა მან. ბერბოკი აპირებს მოინახულოს მთიანი ყარაბაღიდან დევნილთა მოთავსების ცენტრი.

შაბათს დღის მეორე ნახევარში ის ბაქოში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია მოლაპარაკებები აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან, ასევე შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გერმანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილური მშვიდობის, პოლიტიკური და ეკონომიკური დივერსიფიკაციის მომხრეა.

ნახეთ მეტი
Back to top button