
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დროისთვის შედარებით მშვიდი ვითარებაა.
როგორც იუწყება Armenpress-ი, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარკუს რიტერმა.
„ამ დროისთვის საზღვარზე ვითარება შედარებით მშვიდია. ჩვენი პატრულები, რომლებიც ყოველდღიურად პატრულირებენ, ამ მომენტში დაძაბულობის ზრდას არ ამჩნევენ. ასე რომ, როგორც ჩანს, ამ მომენტში მშვიდი პერიოდი გვაქვს“, – თქვა რიტერმა.