საუბარი შეეხო სომხეთსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელებასაც
ShantNews-ის გადმოცემით, 1 ნოემბერს ეკონომიკის მინისტრი ვაჰან ქერობიანი შეხვდა დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩინეთის უდიდესი ეკონომიკური ცენტრის, ცინგდაოს სახალხო კონგრესის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე ვანგ ლუმინი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ნარეკ ტერიანი და სრ ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე სისიან ბოღოსიანი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, კერძოდ, სამშენებლო, ალმასის წარმოება, ტექნოლოგიური ტრანსფერები, IT და სხვა მიმართულებები.
სომხეთში შექმნილი ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და განხორციელებული მსხვილი საინვესტიციო პროექტების წარმოდგენისას, მათ შორის სამრეწველო პარკების შექმნისა და სომხეთში „მშრალი პორტის“ მშენებლობის პროექტები, ვაჰან ქერობიანმა ჩინურ კომპანიებს შესთავაზა, განეხილათ ამ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა.
თანამოსაუბრეებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე სომხეთსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელებაზე.