პოლიტიკა

სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაფართოების საკითხს ბრიუსელში წლის ბოლომდე განიხილავენ. მარკუს რიტერი

სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაფართოების საკითხს ბრიუსელში წლის ბოლომდე განიხილავენ.

როგორც იუწყება Armenpress-ი, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარკუს რიტერმა ეღეგნაძორში.

რიტერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სადამკვირვებლო მისიაში შედის ევროკავშირის 23 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები და დასძინა, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ მისიაში შევიდეს ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის წარმომადგენლები.

„მისიის გაფართოების საკითხს ბრიუსელში წლის ბოლომდე განიხილავენ. ჩვენ უნდა დაველოდოთ შედეგებს. მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, ამ მისიას დიდი პოლიტიკური ყურადღება ეთმობა იმის გამო, რაც აქ ხდება ამ წუთებში.

სომხეთში ევროკავშირის მისიაში მესამე არაწევრი სახელმწიფოს ჩართვის შესაძლებლობის შესახებ მარკუს რიტერმა შეახსენა, რომ კანადამ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩართვის შესახებ და თუ მსგავსი ინტერესი იქნება სხვა ქვეყნების მხრიდან, ეს საკითხი განიხილება ბრიუსელში.

ნახეთ მეტი
Back to top button