ეკონომიკა

სომხეთში ეკონომიკის ჩრდილი იკლებს

Factor.am წერს, რომ სომხეთის ეკონომიკის ჩრდილი ნელა, მაგრამ სტაბილურად იკლებს. ამას მოწმობს გადასახადები/მშპ თანაფარდობა, რომლის მიხედვითაც ეკონომისტები აფასებენ ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობას. 2018-2023 წლებში სრ გადასახადების/მშპ-ის ზრდა 2.8%-ია. სრ წლევანდელ ბიუჯეტში 23.7% გადასახადები/მშპ მაჩვენებელია განსაზღვრული. ჩრდილის შემცირების მხრივ სომხეთი კონკურენციას უწევს მეზობელ საქართველოს, სადაც გადასახადები/მშპ აღნიშნულ პერიოდში 3%-ით გაიზარდა და ამჟამად 25.4%-ია. მესამე სამხრეთ კავკასიის ქვეყანა აზერბაიჯანი სომხეთსა და საქართველოს ჩამორჩება. ამ ქვეყანაში, 2023 წლის ივნისის მდგომარეობით, 2018 წელთან შედარებით, გადასახადები-მშპ შემცირდა 3,6%-ით, რაც 9,5%-ს შეადგენს.

ნახეთ მეტი
Back to top button