ქერობიანმა გიორგი ახალკაცთან განიხილა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ სომხეთში განხორციელებული პროგრამები

1 ნოემბერს მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონალური დირექტორი ალკის დრაკინოსი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოფისის ხელმძღვანელი სომხეთში გიორგი ახალკაცი, რათა განეხილათ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ სომხეთში განხორციელებული პროექტები და თანამშრომლობის პერსპექტივები.
ეკონომიკის სამინისტროდან NEWS.am-ს აცნობეს, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სოფლის მეურნეობის, კერძოდ, ორგანული სოფლის მეურნეობის, სასათბურე მეურნეობის, „მწვანე ეკონომიკის“ განვითარების, მსუბუქი მრეწველობისა და მეწარმეობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
საუბარი ასევე შეეხო კაპიტალის ბაზრის განვითარებას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და სახელმწიფო -კერძო პარტნიორობას.
მინისტრმა წარმოადგინა გიუმრის „მშრალი პორტის“ და სამრეწველო პარკების შექმნის პროექტები, ასევე ისაუბრა სრ-ში ეკონომიკურად რთული საქონლის წარმოებით დაკავებული კომერციული კომპანიების სახელმწიფო მხარდაჭერის ახალ პროგრამაზე.
