პოლიტიკა

აზერბაიჯანის გაზსადენით ევროპაში მიყიდული რუსული გაზი არ უნდა სჭარბობდეს დემოკრატიას  –  ხაჟაკიანი

სტრასბურგში გამართულ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და ტერიტორიულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე სესიაზე განიხილეს და მიიღეს დეკლარაცია „ჰუმანიტარული ვითარება ყარაბაღში, მეზობელ ქალაქებსა და რეგიონებში“.

დოკუმენტი არის პროსომხური და გმობს აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს და მოითხოვს არცახის ლიდერების გათავისუფლებას.

კონგრესის სესიაში სომეხი დელეგატი დავით ხაჟაკიანი მონაწილეობდა, რომელიც სიტყვით გამოვიდა და აზერბაიჯანელი დელეგატების მიერ გაჟღერებულ ცრუ თეზისებზე  ილაპარაკა. ხაჟაკიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის გაზსადენით ევროპისათვის  მიყიდული რუსული გაზი არ უნდა სჭარბობდეს დემოკრატიას. პროექტთან დაკავშირებით წინადადებებზე მწვავე დებატები გაიმართა.

მიუხედავად ამისა, დეკლარაცია მიღებულ იქნა 55 ხმით,  12 წინააღმდეგე იყო,  73 თავი შეიკავა.

ნახეთ მეტი
Back to top button