მთავარიპოლიტიკა

წლების განმავლობაში, ევროკავშირი და გერმანია მოქმედებდნენ როგორც პატიოსანი შუამავლები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის  –    ბერბოკი

გერმანიას სურს შექმნას პირობები მოლაპარაკებების მაგიდასთან მათი შეხვედრებისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სტაბილური, უსაფრთხო ურთიერთობების მიზნით. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბურბოკმა, სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გერმანია იცავს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ყველა ეს არის მშვიდობისკენ ორიენტირებული მოლაპარაკების საფუძველი.

კერძოდ, ბევრი კითხვა ჩნდება საზღვრებთან დაკავშირებით, თუ როგორი რუქებით უნდა მოხდეს საზღვრების დემარკაცია.  ეს არის დიდი ამოცანა სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, იპოვონ გამოსავალი, რომელიც იქნება იმედის ნიშანი მათთვის, ვისაც მშვიდად ცხოვრება სურს“, – განაცხადა მან.

გერმანიის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ევროკავშირი და გერმანია მოქმედებდნენ როგორც პატიოსანი შუამავლები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

 „დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ძალისხმევა შეიძლება იყოს ხიდი ორ ქვეყანას შორის მშვიდობის დამყარებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების რაუნდის აღდგენა“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button