ალიევის ტყუილი თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე

News.am-ის გამოცემით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მთიანი ყარაბაღის მოვლენებთან დაკავშირებით მოტყუებით ცდილობდა შეცდომაში შეეყვანა ასტანაში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტის მონაწილეები.
„ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. აზერბაიჯანი მოქმედებდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული დაცვით. ეს ფაქტები დაადასტურეს გაეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც ორჯერ ეწვივნენ რეგიონს“, – განაცხადა ალიევმა.
ფაქტობრივად, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ მოპოვებული მონაცემებით, 19-20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 200-ზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე. დაკარგულად ითვლება 12 მშვიდობიანი მოქალაქე და 30 ჯარისკაცი. სულ მცირე 14 პირის წამების ფაქტები დადასტურდა, მათგან 12 სამხედრო, ხოლო 2 სამოქალაქო პირია. ბრძოლის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა. სხვადასხვა ხარისხის ფიზიკური დაზიანებები მიიღო 231 ჯარისკაცმა და 80 სამოქალაქო პირმა.
მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ დაგეგმილი და მიზანმიმართული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის შედეგად, თითქმის მთელი მოსახლეობა, 100 ათასზე მეტი ადამიანი, იძულებით გადაასახლეს ქონების გატანის ადეკვატური დროისა და შესაძლებლობის გარეშე. ამავდროულად, იძულებითი გადასახლების დროს და მის შემდეგ დაფიქსირდა 64 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა, რაც პირდაპირ კავშირშია ბლოკადასთან, ეთნიკურ წმენდასთან და იძულებით გადაადგილების დროს განხორციელებულ დეპრივაციებთან, როგორიცაა შიმშილი, მედიკამენტების და სამედიცინო დახმარების ნაკლებობა და სხვა.
გაეროს მისიამ, რომელიც ალიევმა მოიხსენია, უკვე მრავალი კითხვა გააჩინა საერთაშორისო ექსპერტებში. მისიას ხელმძღვანელობდა გაეროს წარმომადგენელი აზერბაიჯანში და თავად მისია იყო მის მიერ არჩეულ სტეფანაკერტის რამდენიმე ქუჩაზე.