პოლიტიკა

ლოგისტიკური პრობლემები რომ არ ყოფილიყო, ბევრად მეტს მოვიტანდით. მირზოიანი იარაღის შეძენაზე

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აცხადებს, რომ სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას შეუძლია შეიძინოს იარაღი გაცილებით მეტი ქვეყნიდან, ვიდრე წინა მთავრობებს. ამავდროულად, მირზოიანი ხაზს უსვამს, რომ ლოგისტიკური პრობლემები რომ არ ყოფილიყო, მეტი იარაღის შეძენას შეძლებდნენ.

,,Armenpress-ის გადმოცემით, ამის შესახებ პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წინასწარ განხილვისას, ფრაქციის ,,სომხეთის“ დეპუტატის ქრისტინე ვარდანიანის დაკვირვებაზე, რომ მოქმედი ხელისუფლება იარაღს ვერ იძენს, განაცხადა მირზოიანმა

„ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ იარაღი ბევრად მეტი ქვეყნიდან, ვიდრე თქვენი პოლიტიკური პარტია იოცნებებდა ასეთი გარიგებების დადებას, წავიდეს სხვადასხვა ქვეყანაში და სთხოვოს. თუმცა არის ლოგისტიკური პრობლემებიც, ის რომ არ ყოფილიყო, ბევრად მეტს მივიღებდით“, – მიმართა მირზოიანმა დეპუტატს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაარწმუნა, რომ საქმე ნამდვილად თავდაცვით იარაღზეა, სომხეთს შეტევითი მიზნები არ აქვს.

„თითოეულ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება შეიძინოს თავდაცვითი იარაღი და შეიარაღება. ლოგისტიკური საკითხები რომ არ ყოფილიყო, კიდევ ბევრს მოვიტანდით. საიდუმლო არ არის, რომ ასეთი ლოგისტიკური პრობლემები არსებობენ“, – განაცხადა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button