მთავარიპოლიტიკა

სომხეთის დღის წესრიგში დგას ევროკავშირის დამკვირვებლების მანდატის გაფართოება და გაძლიერება, არის ევროკავშირის დადებითი გამოხმაურებაც. ჰოვჰანნისიანი

სომხეთის დღის წესრიგში დგას სომხეთში მდებარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაფართოება და გაძლიერება, ამასთან დაკავშირებით დადებითი გამოხმაურებებია ევროკავშირის მხრიდანაც.

ამის შესახებ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვისას პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა სრ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ჰოვჰანნისიანმა, ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატის არმან ეღოიანის შეკითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირში პოლიტიკური ინტეგრაცია დღის წესრიგში?

ჰოვჰანნისიანმა შეახსენა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ევროპარლამენტში, რომ სომხეთი მზადაა იყოს ევროკავშირთან მაქსიმალურად ახლოს, როგორც ამას ევროკავშირი მიიჩნევს. ჰოვჰანნისიანის თქმით, ეს ყოველთვის იყო სომხეთის პოზიცია.

„პოლიტიკური თანამშრომლობა გაღრმავდა. უფრო მეტიც, წელს პირველად გაიმართა სომხეთ-ევროკავშირის დიალოგი პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე. შემდეგი რაუნდი ნოემბერში ბრიუსელში უნდა გაიმართოს, პირველი იანვარში ერევანში შედგა. რა თქმა უნდა, ჩვენს დღის წესრიგშია დამკვირვებელთა მისიის გაფართოება და მანდატის გაძლიერებაც და არის პოზიტიური გამოხმაურება ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხრიდანაც“, – განაცხადა ჰოვჰანნისიანმა. მინისტრის მოადგილემ პოლიტიკური ვიზიტების დონეც უპრეცედენტო მიიჩნია.

ნახეთ მეტი
Back to top button