ანკარას ანტიისრაელურ მოწოდებებს პატიობენ, როგორც წვრილმან ონავრობას – თურქოლოგი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია თურქეთს, სადაც მოლაპარაკებები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაკან ფიდანთან პალესტინის ღაზას სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. გუშინ ბლინკენი ერაყის პრემიერ-მინისტრს მუჰამედ ალ-სუდანს შეხვდა, მანამდე კი პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს. ექსპერტების აზრით, ახლო აღმოსავლეთის ქვაბი დუღს და პალესტინა-ისრაელის კონფლიქტიც ასახავს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების ტენდენციებს.
საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ბლინკენ-ფიდანის შეხვედრის დღის წესრიგში იყო პალესტინის ღაზას სექტორში არსებული ვითარება, რეგიონული საკითხები და აშშ-თურქეთის ურთიერთობები. თურქეთი არ მიიჩნევს ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით. თურქოლოგ ტირან ლოკმაგიოზიანის თქმით, ეს ხელს არ უშლის თურქეთს, განაგრძოს ფარული კარგი ურთიერთობების შენარჩუნება როგორც ისრაელთან, ასევე აშშ-სთან.
„ახლა ბლინკენი ალბათ იმიტომ ჩამოვიდა, რომ დააზუსტოს სამომავლო ნაბიჯები მის მოკავშირესთან. ჩანს, რომ მათი ურთიერთობა ბოლო წლებში ვერ იყო შესაბამის დონეზე, მაგრამ ეს ასე არ არის, მათი ურთიერთობა რეალურად ძალიან კარგია. ერდოღანის წყალობით, თურქეთი კარგად ასრულებს თავის მოვალეობებსა და დავალებებს ამ რეგიონში. დიახ, ამ ხნის განმავლობაში ის წინ წაიწევს თავის პოლიტიკას და მას აპატიებენ, რადგან თუ მიაქციეთ ყურადღება, თურქეთი არასოდეს კვეთს წითელ ხაზებს დასავლეთთან მიმართებაში“.
გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბლინკენის ვიზიტის დროს ანკარაში არ იქნება და გააგრძელებს დაგეგმილ ტურს ქვეყნის შიგნით. თურქოლოგი ამ ნაბიჯს და ერდოღანის ზოგიერთ განცხადებებს, მათ შორის დასავლეთისადმი მიმართულ კრიტიკას, უწოდბს წვრილმანს. გუშინ ერდოღანმა თავისი ბოლო ანტიისრაელური გამოსვლა გააკეთა, ჰამასის ბოევიკებს განმათავისუფლებლები უწოდა, ხოლო ისრაელის ქმედებას ღაზას სექტორში – „დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“.

ტირან ლოკმაგიოზიანს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ განცხადებებია და დარჩება განცხადებებად.
„თურქეთს აქვს კარგი ურთიერთობა ისრაელთან უფრო შენიღბული სახით. ამიტომ ვამბობ: თურქეთი არასოდეს არ გადადგამს ნაბიჯს ისრაელის წინააღმდეგ. დიახ, იქნება ისეთი სიტყვები, რაც დასავლეთიდან გვესმოდა არცახთან დაკავშირებით . სიტყვები და მხოლოდ სიტყვები, კრიტიკა, მაგრამ არა ქმედება“.
ლოკმაგიოზიანი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მოჰყვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბდოლაჰიანის ანკარაში ვიზიტს. თურქეთში ჩასვლამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ახლო აღმოსავლეთის ტური მოაწყო, რომლის ფარგლებშიც თელავივს ეწვია. ბლინკენმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ესკალაცია განიხილა იორდანიის, ეგვიპტის, საუდის არაბეთის, ყატარისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვაბი დუღს ამ რეგიონში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისრასა და ჰამასის დაპირისპირების გამო ხდება, რასაც შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს. თუ ირანი ჩაერთვება ამ პრობლემაში, ეს შეიძლება მესამე მსოფლიო ომამდეც კი მივიდეს.
კონფლიქტი რომ მალე რომ ვერ დასრულდება, ამ საკითხში ყველა ექსპერტი ერთი აზრისაა. ისინი ამჩნევენ, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი მიეკუთვნება იმ პრობლემას, რომელიც დარჩა წინა მსოფლიო წესრიგიდან და ახლა მოჩანს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების ტენდენციები, მიმდინარეობს ბანაკების სერიოზული დაყოფის პროცესი, შესაბამისად, კონფლიქტი შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს.