არ მახსოვს, სომხეთს ოდესმე ჰქონოდა უმუშევრობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი – სომხეთის ფინანსთა მინისტრი

სომხეთში უმუშევრობის დონე მცირდება. ამის შესახებ პარლამენტში 2024 წლის საბიუჯეტო ასიგნებებთან დაკავშირებით მსჯელობისას პარლამენტში განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვანისიანმა
„არ მახსოვს, სომხეთს ოდესმე ჰქონოდა უმუშევრობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი. მაგრამ ასევე ვეთანხმები, რომ სამუშაოსთან დაკავშირებული პროგრამები უნდა დაიხვეწოს“, – განაცხადა მინისტრმა.
შრომისა და სოციალუირი საკითხების მინისტრმა ნარეკ მკრტჩიანმაც დაადასტურა, რომ სომხეთში უმუშევრობის დაბალი დონეა. შესაბამისად, 2023 წელს ის 11,7 პროცენტია, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13 პროცენტია. ნარეკ მკრტჩიანი მიიჩნევს, რომ ამან სიღარიბის შემცირების მაჩვენებლებზეც უნდა იმოქმედოს.
„2022 წლის სიღარიბის ინდექსი გამოქვეყნდა. თუ შარშან 26,5 პროცენტი იყო, ახლა გვაქვს 24,8 პროცენტი. ასევე, უკიდურესი სიღარიბე 1,5-დან 1,2 პროცენტამდე შემცირდა. ეს იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ბანკის სხვადასხვა ექსპერტმა შარშან, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სიღარიბის შესაძლო ზრდა 39,6 პროცენტამდე იწინასწარმეტყველა“, – განაცხადა მინისტრმა.