
აშშ-ის ევროპული სარდლობის მიწვევით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ედვარდ ასრიანი შტუტგარტში მდებარე აშშ-ის ევროპული სარდლობის შტაბ-ბინას ეწვია.
როგორც “Armenpress”-ი თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ გზავნილიდან ირკვევა, შეხვედრა გაიმართა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ სტივენ ბაშამთან. შეხვედრაზე განიხილეს სომხურ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
გენერალ-ლეიტენანტმა ედუარდ ასრიანმა დეტალები გააცნო სრ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებისა და მათში აშშ-სგან მოსალოდნელი მხარდაჭერის შესახებ.
გენერალ-ლეიტენანტმა სტივენ ბაშამმა გამოთქვა აშშ-ის მზადყოფნა, გააგრძელოს თანამშრომლობის მიმდინარე პროგრამების მხარდაჭერა, ასევე დაიწყო თანამშრომლობის ახალი მიმართულებები შემდეგ სფეროებში:
შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზაცია, პროფესიონალი სერჟანტთა კორპუსის გაძლიერება, მართვის სისტემის მოდერნიზაცია, სამშვიდობო, სამხედრო მედიცინა, სამხედრო განათლება და საბრძოლო მომზადება, წვრთნები და ა.შ.