პოლიტიკა

ევროპარლამენტში გაიმართება კონფერენცია   სლოგანით:   „არცახელი სომხების უფლებები და ევროკავშირი“

ევროპარლამენტის კვიპროსელი წევრის კოსტას მავრიდესის მიწვევით, სრდ „სომხური დატ“-ის ევროპული ოფისისა და ინიციატივის „ევროპელები არცახისთვის“ თანამშრომლობის შედეგად, 7 ნოემბერს ევროპარლამენტშიჩატარდება  კონფერენცია სახელწოდებით „არცახელი სომხების უფლებები და ევროკავშირი“.

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან საერთაშორისოდ აღიარებული მომხსენებლები. კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი მთავარი პროკურორი ლუის მორენო ოკამპო, ლემკინის გენოციდის პრევენციის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და იურიდიულ საკითხთა დირექტორი ვიქტორია მასიმინო და სომეხი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი გარნიკ ქერქონიანი. დაგეგმილია, რომ ისინი განიხილავენ არცახში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და არცახის ძირძველი სომეხი მოსახლეობის უფლებებს.

კონფერენციის მიზანია 2020 წელს შექმნილი სიტუაციის დაძლევის გზების განხილვა. ომის შემდეგ არცახში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო სამართლის, ზოგადად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით კონფლიქტის მოლაპარაკების პროცესში ჩართული ძალების პოლიტიკური ქცევის ასახვისთვის.  განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ევროკავშირის პოლიტიკურ როლს.

კონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე ბრიუსელის პრესკლუბში გაიმართება პრესკონფერენცია კონფერენციის მომხსენებლების და სრდ „სომხური დატის“   ევროპული ოფისის თავმჯდომარის გასპარ კარაპეტიანის მონაწილეობით. პრესკონფერენციაზე მოწვეულნი არიან ევროპის ქვეყნებში მოქმედი საინფორმაციო მედიის კორესპონდენტები და ცალკეული ჟურნალისტები, ასევე ევროპული ანალიტიკური ცენტრების (think-thanks) წარმომადგენლები.

ნახეთ მეტი
Back to top button