საზოგადოება

სომხეთში დაინერგება ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის სისტემა

სომხეთში უკვე მიღებულია ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემის დანერგვის კონცეფცია. ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში, საპარლამენტო მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მმართველი ფრაქციის დეპუტატმა ნარეკ ზეინალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემის დანერგვა 2024 წლის შუა თვეებიდან   იგეგმება.

ანუ ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა სრულად 2026 წელს ამოქმედდება“, – განმარტა კომისიის თავმჯდომარემ.

როგორც ზეინალიანმა აღნიშნა, სისტემის დანერგვა ეტაპობრივად იგეგმება. პროექტის შუალედური ხარჯები უკვე დათვლილია და დაგეგმილია.

ნახეთ მეტი
Back to top button