
რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება. ამის შესახებ Reuters-ი ექვს წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, პუტინის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციამ უკვე „გაჟონა“ და მისი მრჩევლები ახლა ემზადებიან კამპანიისა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. “გადაწყვეტილება მიღებულია: ის (პუტინი – რედ.) იყრის კენჭს”, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ. უცხოურმა დიპლომატიური წყარომ, რომელმაც ასევე ანონიმურად დარჩენა ისურვ, თქვა, რომ პუტინმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო და ის მალე გახდება ცნობილი.