რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სიტუაციის გამწვავება ცხინვალის მიმართულებით: გუშინ ერთი ადამიანი იქნა მოკლული რუსი სამხედროების მიერ, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივ მცხოვრებთა ჯგუფს, იუწყება „ნოვოსტი ჯორჯია“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით.
„6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მკვიდრის უკანონო დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. კიდევ ერთი პირი უკანონოდ დააკავეს. აქტიური კომუნიკაცია ხორციელდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
სოფელი კირბალი თბილისიდან საათნახევრის დაშორებით მდებარეობს.
გარდაცვლილი ადგილობრივი მცხოვრები, 58 წლის თამაზ გინტურია. 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი.
35 წლის ლევან დოდიაშვილი გაიტაცეს, სავარაუდოდ დაჭრილია დაიმყოფება ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში.
პოლიცია ჟურნალისტებს სოფელ კარალეთის მიმართულებით არ აძლევს გადასვლის საშუალებას, მომხდარის შესახებ ადგილზე მყოფი ჟურნალისტები აცხადებენ.
მედიის ცნობით, სოფლის კიდევ ორი მცხოვრები დაიკარგა, მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.