ეკონომიკა

სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი   –  რომელ  ქვეყანას მეტი ვალი აქვს

2023 წლის ბოლოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალი ექნება აზერბაიჯანს – 15,8 მილიარდი დოლარი, შემდეგ სომხეთს – დაახლოებით 12,1 მილიარდი დოლარი და საქართველოს – 11,6 მილიარდი დოლარი. ამის შესახებ წერს factor.am -ი.   ეს ის მაჩვენებლებია, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტებშია მითითებული. მიუხედავად ამისა, სომხეთი ვალი/მშპ თანაფარდობით ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. სომხეთის სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტია –  50,1%. საქართველოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 40,6%-ია, აზერბაიჯანის შემთხვევაში 22,4%.  აღსანიშნავია, რომ ერთ სულ მოსახლეზე საგარეო ვალის ტვირთის მხრივ ყველაზე მცირე მაჩვენებელი სომხეთშია, დაახლოებით 3800 დოლარი. საქართველოში ვალი ერთ ადამიანზე 6300 დოლარია, აზერბაიჯანში – დაახლოებით 6500 დოლარი.

ნახეთ მეტი
Back to top button