პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი – ვგმობთ კირბალთან მკვლელობას, ეს არის განადგურების მორიგი მაგალითი, რაც გამოწვეულია რუსეთის მიერ საქართველოს და სხვა ტერიტორიების ოკუპაციით

,,პირველი არხი” წერს, რომ ჩვენ ვგმობთ კირბალთან მომხდარ მკვლელობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მორიგი მაგალითი, როგორ მიმდინარეობს განადგურება, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის შედეგად არის გამოწვეული.

„მე, უბრალოდ, გავიმეორებ იმას, რაც უკვე ითქვა, რომ ჩვენ ვგმობთ ამ მკვლელობას. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს განადგურება, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და სხვა ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად. ეს არის ის, რაზეც ჩვენ განვაგრძობთ მონიტორინგს“, – განაცხადა პატელმა.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.

ნახეთ მეტი
Back to top button