მთავარიპოლიტიკა

აშშ სრ სშეიარაღებულ ძალებს მხარს დაუჭერს სამხედრო მომზადების კუთხით. DW:

სომხეთის გენერალური შტაბის უფროსი ედვარდ ასრიანი ეწვია შტუტგარტში მყოფ აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) შტაბ-ბინას. ამის შესახებ იუწყება DW-ის რუსული სამსახური სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. „3 ნოემბერს შტუტგარტში ვიზიტის ფარგლებში გენერალ-ლეიტენანტმა ასრიანმა EUCOM-ის მეთაურის მოადგილე სტივენ ბაშამთან განიხილა რეგიონული უსაფრთხოების, სომხურ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის განვითარება, ასევე აშშ-ის მხარდაჭერა სომხეთის შეიარაღებულ ძალებში რეფორმების განხორციელებაში. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტივენ ბაშამმა გამოხატა შეერთებული შტატების მზადყოფნა გააგრძელოს სომხეთის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი მხარდაჭერა, ასევე დაიწყოს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამხედრო განათლება, სამხედრო მედიცინა, სამშვიდობო და საბრძოლო მომზადება. გარდა EUCOM-ის შტაბ-ბინისა, ედვარდ ასრიანმა ასევე მოინახულა ჰოჰენფელსში მდებარე აშშ-ს არმიის ევროპის ერთობლივი მრავალეროვნული სასწავლო ცენტრი  და უნტერ-ოფიცერთა აკადემია“, – წერს გერმანული მედია.

ნახეთ მეტი
Back to top button