მთავარიპოლიტიკა

ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ ნორმას ეწინააღმდეგება. სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ნებისმიერ ნორმას, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

ამის შესახებ სრ საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა ანი ბადალიანმა დაწერა სოციალურ ქსელ X-ის პლატფორმაზე  და ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებას მთიანი ყარაბაღის 68 წლის მკვიდრისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთის თაობაზე ყველა ნორმის სრული უგულებელყოფა უწოდა.

„მიუხედავად ყოველგვარი ცრუ ბრალდებების აშკარა უარყოფისა მთიანი ყარაბაღის 68 წლის მკვიდრს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბაქოში თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დადგმული შოუს შემდეგ. ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ეწინააღმდეგება ნებისმიერ ნორმას, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, – წერს ის. ვაგიფ ხაჩატრიანი, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიზნით მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გადაყავდათ „წითელი ჯვრის“ მეშვეობით, აზერბაიჯანის მესაზღვრეებმა გაიტაცეს და ბაქოში გადაიყვანეს 2023 წლის 29 ივლისს. აზერბაიჯანის პროკურატურამ მას არაერთი შეთხზული ბრალდება წაუყენა. მთიანი ყარაბაღის მცხოვრებ 68 წლის ვაგიფ ხაჩატრიანს ბაქოს სასამართლომ 7 ნოემბერს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნახეთ მეტი
Back to top button