მთავარიპოლიტიკა

ვაგიფ ხაჩატრიანის აბსურდული “სასამართლო პროცესი” აბსურდული განაჩენით დასრულდა

ბაქოში აზერბაიჯანელების მიერ გატაცებული მთიანი ყარაბაღის მცხოვრების ვაგიფ ხაჩატრიანის საქმეზე სასამართლო ფარსი დასრულდა.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, სასამართლომ ხაჩატრიანს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მანამდე პროკურორმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობა არ იძლევა ხაჩატრიანს უვადო თავისუფლების აღკვეთის უფლებას, რადგან ის 65 წელს გადაცილებულია.

შეგახსენებთ, რომ ვ.ხაჩატრიანი არის პირველი არცახის ომის მონაწილე, ის მიმდინარე წლის ზაფხულში ლაჩინის დერეფანში გაიტაცეს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ მისი გადაყვანის დროს. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ხაჩატრიანს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში წაუყენა. მიუხედავად აზერბაიჯანის ხელისუფლების აშკარა უკანონო ქმედებებისა, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანის გატაცებისა, ხაჩატრიანი არათუ არ გაათავისუფლეს, არამედ ბრალდებულის სავარძელშიც აღმოჩნდა. სწრაფად მომზადებულ საქმით 59 „მსხვერპლი“ გადის, ყველამ „იცნო“ ხაჩატრიანი და მის „დანაშაულებზე“ უამბო. ვაგიფ ხაჩატრიანმა დანაშაული არ აღიარა და განაცხადა, რომ არანაირ დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ მთიანი ყარაბაღის მცხოვრები და მოქალაქე წარმოდგენილი იყო როგორც სომხეთის მოქალაქე.

ნახეთ მეტი
Back to top button