მთავარიპოლიტიკა

მილიარდები იბანდება ომებში, მაგრამ მშვიდობისთვის არაფერი. ბრიუსელში მთიანი ყარაბაღის საკითხზე დისკუსია გაიმართა

ევროპარლამენტში მთიანი ყარაბაღისადმი მიძღვნილი კონფერენციის წინ, ბრიუსელში პრესკონფერენცია გაიმართა კონფერენციის მომხსენებლების მონაწილეობით.

პრესკონფერენცია გაიმართა „ევროპელები არცახის გულისთვის“ ინიციატივით და ჰოიდას ,,სომხური სასამართლოს“ ევროპული ოფისის ორგანიზებით.

პრესკონფერენციის მთავარი მომხსენებლები იყვნენ ლუის მორენო ოკამპო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ლემკინის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და იურიდიულ საკითხთა დირექტორი ირინე ვიქტორია მასიმინო და საერთაშორისო იურისტი გარნიკ კერკონიანი.

როგორც იტყობინება ბრიუსელში Armenpress-ის კორესპონდენტი, პრესკონფერენციის მთავარი მიზანი 2020 წლის ომის შემდეგ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების საერთაშორისო და ადამიანის უფლებების კუთხით განხილვა იყო. დისკუსიის ყურადღების ცენტრში იყო ასევე საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით ევროკავშირის, როგორც შუამავლის რეაქცია მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე.

ლუის მორენო ოკამპომ თავისი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ 2023 წელი გენოციდების განსახორციელებლად შესაფერის პერიოდად იქცა. „მილიარდები იდება ომებში და არაფერი მშვიდობისთვის“, – თქვა ოკამპომ და დასძინა, რომ ევროკავშირი უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს მოვლენებს.

ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო გენოციდის კონვენციის წევრია, ამიტომ მათ აქვთ ვალდებულება აღკვეთონ ყველა შესაძლო გენოციდი.

თავის გამოსვლაში ლემკინის ინსტიტუტის თანადამფუძნებელმა მასიმინომ საგანგებოდ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გენოციდს პრევენციის კუთხით უნდა მივუდგეთ. მისი თქმით, ტერმინის – გენოციდის თავიდან აცილება დიდ შედეგებს იწვევს. მასიმინომ შეახსენა, რომ სანამ ევროკავშირი ყლაპავს აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებულ რეინტეგრაციის სატყუარას, არცახელი სომხების განცდა მეორე და მესამე კლასის პრობლემად იქცევა და ამის პარალელურად, აზერბაიჯანში სომხების სიძულვილი გრძელდება.

პრესკონფერენციის დასასრულს მომხსენებელმა გარნიკ კერკონიანმა ყურადღება გაამახვილა დაუსჯელობის სრულიად ახალ დონეზე გადასვლაზე. „საშინელი ის არის, რომ დაუსჯელობას არა მარტო შედეგი არ მოჰყვება, არამედ ჯილდოვდება“, – განაცხადა საერთაშორისო უფლებადამცველმა და დასძინა, რომ ტერიტორიული მთლიანობა არ არის გენოციდის ჩადენის ლიცენზია.

მომხსენებლები თვლიან, რომ არსებობს კერძო ტენდენცია, არ მოხდეს გენოციდების პრევენცია და არსებული ნარატივი უნდა შეიცვალოს. მათი თქმით, საერთაშორისო ურთიერთობები ძალზე პოლიტიზირებულია და უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზს სომხების სისხლის ფასად ყიდულობს. ევროკომისიის უმოქმედობაზე საუბრისას, ლუის მორენო ოკამპომ დაასკვნა: „სიამაყეა, რომ ევროკავშირს ქალი ხელმძღვანელობს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მაგრამ რა განსხვავებაა ქალ ლიდერსა და დანარჩენებს შორის? პრევენციაზე რაიმე პასუხისმგებლობა არ არის“.

ლილით გასპარიანი

ნახეთ მეტი
Back to top button