სომხური კონიაკი ევროპულ ბაზარზე წარმოდგენილი იქნება სასაქონლო ნიშნით Armenian brandy. ეკონომიკის სამინისტრო

სომხური კონიაკი ევროპულ ბაზარზე Armenian brandy -ით გამოჩნდება. ამის შესახებ 3 ნოემბერს ეროვნულ ასამბლეაში მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სომეხ მწარმოებლებთან და ბრენდინგ კომპანიასთან ერთად მიიღეს.
„სხვათა შორის, ამ უკანასკნელთან გაიმართა შესაბამისი კონსულტაციები“, – განაცხადა ქერობიანმა.
მისი თქმით, სომხეთი ევროკავშირთან და, კერძოდ, საფრანგეთთან ერთად, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეიქმნას ასოციაცია, რომელიც ამ პროდუქტის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ექსპორტის ნებართვას გასცემს. თუმცა, გარკვეული ხარისხის სტანდარტების დაცვით.
„მსგავსი სტრუქტურის შექმნა რთული ამოცანაა. კიდევ უფრო რთულია კომპანიების დარწმუნება, დაიწყონ დადგენილ სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოება“, – აღნიშნა მინისტრმა.