
დღეს აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული 44-დღიანი ომის 3 წელია. 2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანმა დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები არცახის მიმართულებით. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა არცახ-აზერბაიჯანის საკონტაქტო ხაზის მთელ სიგრძეზე, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საკონტაქტო ხაზის ზოგიერთ მონაკვეთზე. სომხეთსა და არცახში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. ომის დროს თურქეთი ღიად უწევდა სამხედრო დახმარებას აზერბაიჯანს. ოფიციალური მონაცემებით, მძიმე ბრძოლების დროს სომხურმა მხარემ 3800-ზე მეტი მსხვერპლი განიცადა, არცახის მიმდებარე ტერიტორიებისა და თვით მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკარგა. ომი 9 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების სამმხრივი დეკლარაციით დასრულდა.