
ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა მიიღო უფროსი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებებში, ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე ლუის ბონო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ის ელჩი სომხეთში კრისტინა ქუინი.
შეხვედრაზე განიხილეს მთიანი ყარაბაღიდან 100 000-ზე მეტი იძულებით დევნილი ლტოლვილის ძირითადი საჭიროებები და მათ დაკმაყოფილების მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა.
როგორც მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიცე-პრემიერმა ლუის ბონოს პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ წარუდგინა, სადაც მისი განხორციელების შედეგად რეგიონის განვითარების პერსპექტივები დასახეს.