ეკონომიკა

მთავრობის პროგნოზით, 2024 წელს სომხეთის სახელმწიფო ვალი 48,4 პროცენტს შეადგენს

ჩვენი გათვლებით, 2024 წელს სომხეთის სახელმწიფო ვალი 48,4 პროცენტის დონეზე ჩამოვა. ამის შესახებ 8 ნოემბერს ეროვნულ ასამბლეაში, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, პარლამენტის საფინანსო, საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვანნისიანმა.

მინისტრის თქმით, მათ შემდგომი კონტროლისთვის მრავალი სცენარი აქვთ გათვლილი შესაძლო რისკებით. „მაგრამ არის სხვა სცენარებიც, უფრო რთული და უარყოფითი. მაგალითად: 50%, 51% და თუნდაც 52%. თუმცა, თუ ყველა არსებული რისკი განხორციელდება,  მაშინ 2026 წელს სომხეთის სახელმწიფო ვალს 60 პროცენტიანი ლიმიტის გადალახვა მოუწევს“, – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button