საერთაშორისო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში გამგზავრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება. როგორც ქართული მედია წერს, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ საქართველოს პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან, ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს.

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტის შესახებ 8 ნოემბერს განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.

ნახეთ მეტი
Back to top button