რუსმა პოლიტოლოგმა განუმარტა სომხეთს აზერბაიჯანის მოთხოვნის კონტექსტი „სოფლების დაბრუნების“ შესახებ

არა მარტო მე, არამედ ბევრმა სხვა პოლიტოლოგმაც ვიწინასწარმეტყველეთ, რომ აზერბაიჯანი არ დაკმაყოფილდება მთიანი ყარაბაღის დაპყრობით და გააგრძელებს ექსპანსიას სომხეთის მიმართულებით, რათა გაარღვიოს ე.წ. ზანგეზურის დერეფანი. ბაქოს სამხედრო ოპერაციის საბაბი სჭირდება, სოფლების დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადება კი სომხეთის ტერიტორიაზე შემოჭრისთვის მზადებაა. ამის შესახებ NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში რუსმა პოლიტოლოგმა მიხეილ ალექსანდროვმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთს 8 „ოკუპირებული“ სოფელი მოსთხოვა.
„აქედან გამომდინარე, სომხეთის მთავრობის საუბარი იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანთან რაღაც მშვიდობა შესაძლებელია, ბაქოსთან ურთიერთობა შესაძლებელია, უტოპიური კონცეფციაა. სომხეთის ხელისუფლებას არ სჭირდება არც საკუთარი თავის და არც სომხეთის ხალხის მოტყუება აზერბაიჯანთან საკითხების მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობაზე საუბრით. აუცილებელია აგრესიის მოსაგერიებლად მომზადება, ჯარის მომზადება, საზოგადოების მობილიზება, ახალი ომისთვის მომზადება“, – აღნიშნა ექსპერტმა.