სამმხრივი განცხადება სუბიექტის გარეშე – 9 ნოემბრის ბოლოს დოკუმენტი

ზუსტად 3 წელი დასჭირდა იმის შემოწმებას, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაცია და შეუძლია თუ არა მას თანამედროვე პოლიტიკურ რეალობებში რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა. სამი მხარის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის 9 პუნქტიდან ერთი ნაწილი არ შესრულდა, მეორე ნაწილი უხეშად დაირღვა. ექსპერტები დოკუმენტის აღსასრულზე საუბრობენ. პარალელურად ვრცელდება წინადადება დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის შეცვლის შესახებ.
პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აღარ აქვს. დოკუმენტი მოქმედებდა 2021 წლამდე, სანამ აზერბაიჯანმა არ დაარღვია შეთანხმება და შეიჭრა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე ხელმოწერიდან 3 წლის შემდეგ. მაშინ როცა, განცხადების პირველ პუნქტში ნათქვამია:
„გამოცხადებულია ცეცხლის სრული შეწყვეტა და ყველა სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. მხარეები თავიანთ პოზიციებზე ჩერდებიან“.
პოლიტოლოგი არა პოღოსიანის თქმით, იმაზე, რომ დოკუმენტს არ უმოქმედია, პასუხისმგებელი განცხადების მესამე მხარე, რუსეთის ფედერაციაა.
„რუსეთი, როგორც არბიტრი, ვერ უზრუნველყოფდა თავის ადგილს და არ ქონდა მხარეებს შორის არბიტრაჟის უფლებამოსილება, ამის შემდეგ უკვე აშკარა იყო, რომ 9 ნოემბრის განცხადება არის ძალიან სუსტი და არსებითად არაშემაკავებელი დოკუმენტი.
გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანმა რამდენჯერმე დაარღვია სამმხრივი დეკლარაციის პირველივე პუნქტი, არის სხვა ვალდებულებებიც, რომელთა განსახორციელებლად 3 წელი საკმარისი არ აღმოჩნდა აზერბაიჯანისთვის. განცხადების მე-7 პუნქტი ეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მიმდებარე რეგიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ზედამხედველობით. მე-8 პუნქტი ითვალისწინებდა სამხედრო ტყვეების, მძევლების და სხვა დაკავებული პირების დაბრუნებას, ასევე გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლას. მე-9 პუნქტი ეხებოდა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვას, ხოლო სამშვიდობოების ხუთწლიანი განლაგება მთიან ყარაბაღში სომხების უსაფრთხოების გარანტიებით იყო განპირობებული. ყარაბაღელი სომხები აღარ არიან ყარაბრში და რუს სამშვიდობოებს ბაქოსთან სურთ განიხილონ დარჩნენ თუ არა არცახში. მე-6 პუნქტში ნათლად იყო განსაზღვრული ლაჩინის დერეფნის ზომა და მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დაკავშირებას. ხელმოწერის დროს ვარაუდობდნენ, რომ მხარეთა შეთანხმებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის ლაჩინის ახალი ალტერნატიული მარშრუტის გაშვება უნდა მომხდარიყო.
სხვათა შორის, აზერბაიჯანი ლაჩინის დერეფნის გავლით ორივე მიმართულებით მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების გადაადგილების უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდა.
საგარეო საქმეთა მინისტრი მირზოიანი რეგულარულად წარმოადგენდა ერევნის ოფიციალურ პოზიციას სამმხრივი დეკლარაციის შესრულების შესახებ.
„აზერბაიჯანი განუწყვეტლივ არღვევს 9 ნოემბრის დეკლარაციის თითქმის ყველა დებულებას. ისეთი ჰუმანიტარული ვალდებულების განხორციელება, როგორიცაა სომეხი სამხედრო ტყვეების და დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების დაბრუნება, ასევე დაკარგული პირების ბედის გარკვევა – გამონაკლისი არ არის. ამ გზით აზერბაიჯანი იწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის და უპირველეს ყოვლისა სომხეთს, რომელიც მიმართულია რეგიონში რეალური სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებაზე. განსაკუთრებული მნიშვნელობის პრობლემაა აზერბაიჯანის მიერ სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის იდენტურობის მითვისება და განადგურება 44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე. ვანდალიზმის განმეორებითი შემთხვევების შესაჩერებლად, როგორც ადრე, აქტუალურია იუნესკოს შეფასებითი ვიზიტი რეგიონში.
პოლიტოლოგმა არა პოღოსიანმა გამოყო ის პოლიტიკური მოვლენები, რომლებიც არ შედის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ლოგიკაში. ეს ასევე ეხება მოლაპარაკების პროცესს.
„ყველა შემდგომი შეხვედრა, ფაქტობრივად, არის განცხადებები სამმხრივი განცხადების მიღმა. კერძოდ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა სომხეთის ტერიტორიაზე არ იყო დაგეგმილი სამმხრივი დეკლარაციით, პრაღაში მიღწეული შეთანხმებები კონკრეტულ ტერიტორიებს აკონკრეტებდა და „ანკლავების“ საკითხს აყენებდა, რაც ასევე არ არის ნახსენები სამმხრივ დეკლარაციაში. ყველა მათგანი სამმხრივი დეკლარაციის სულისკვეთების მიღმაა. შემდგომში აზერბაიჯანი რეგულარულად ითხოვდა მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ძალების დაშლას, რაც არ იყო გათვალისწინებული სამმხრივ დეკლარაციაში. უფრო მეტიც, სამმხრივ განცხადებაში ნახსენები იყო შეიარაღებული ძალები, რომლებიც თავის ადგილზე უნდა დარჩენილიყვნენ. არსებითად, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე სამმხრივი დეკლარაციის აღსასრულის მოწმენი ვართ, უფრო მეტიც, ყოველ ჯერზე ახლებურად“.
ცალკე კომენტარის საგანია სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტი. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთი მის გაუქმებას შეეცდება, გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეროვნულ უშიშროების სამსახურში სპეციალური დანაყოფი იქმნება განბლოკილი კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ოფიციალურ ერევანს ოფიციალურად არ გამოუცხადებია დოკუმენტის მე-9 პუნქტის გაუქმების ან გადახედვის განზრახვა. ყველაფერი ერთი და იმავე დოკუმენტის განსხვავებულ ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული, დარწმუნებულია სომხეთის საგანგებო დავალებათა ელჩი ედმონ მარუკიანი.
„არის 9 ნოემბრის აზერბაიჯანული ინტერპრეტაცია და რაც წერია 9 ნოემბრის დოკუმენტში. არსებობს ძირითადი ფაქტი, რომ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი და თვითმმართველობა უნდა გავრცელდეს ნებისმიერ გახსნილ გზაზე და მომავალში დაგეგმილ ნებისმიერ გზაზე, რომელიც გადის სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე. რაც შეეხება რუსულ მხარეს ანუ 9 ნოემბრის დოკუმენტს, მაშინ შეთანხმების ლოგიკა ასეთი იყო: სომხური მხარე უხსნის გზას, აძლევს შესაძლებლობას აზერბაიჯანს დაუკავშირდეს ნახიჩევანს და რუსულმა მხარემ მკაფიოდ უნდა იცოდეს ჩვენი ნაკისრი ვალდებულება. მონიტორინგის მექანიზმები განსხვავებულია და მათზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის. იქნებიან ჩვენი მესაზღვრეები და ჩვენი საბაჟო სამსახური. აზერბაიჯანული ინტერპრეტაცია იყო შემდეგი: ჩვენ უბრალოდ უნდა მივცეთ მათ გზა და არავითარი უფლება არ უნდა გვქონოდა ამ გზაზე.
სომეხი ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები ახლა აცხადებენ, რომ ეს ბაქოს ეს წინადდება ამ ბოლო დროს შეიცვალა. სომხეთი ახლა გამოდის ინიციატივით “მშვიდობის გზაჯვარედინი” და მეზობლების ჯერია, მიიღონ სომხეთის წინადადება რეგიონის ბლოკადის გახსნის შესახებ ან უარყონ ის.