სომხეთი ინდოეთიდან ანტიდრონის სისტემას იყიდის – Eurasian Times

“Armenpress” -ის ცნობით, ამის შესახებ გაზეთი Eurasian Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ სომხეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ინდოეთის მიერ შემუშავებული Zen ანტი-დრონის სისტემის შესყიდვის შესახებ. კონტრაქტის ღირებულება 41,5 მილიონი აშშ დოლარია. იგი მოიცავს როგორც ანტიდრონის სისტემას, ასევე ჯარისკაცების გადამზადებასაც.
გამოცემის ცნობით, კომპანია Zen Technologies-ის მიერ შემუშავებული ანტიდრონის სისტემა ახორციელებს უპილოტო საფრენი აპარატების განლაგებას და კლასიფიკაციას, აღმოაჩენს მათ მიერ განხორციელებულ პასიურ დაზვერვას და ასევე აღმოფხვრის საფრთხეს უპილოტო საფრენი აპარატების საკომუნიკაციო სისტემის დარღვევით.
Zen Technologies-მა გამოაცხადა, რომ 2023 წელს 28 ოქტომბერს გამართულ საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა სომხეთში ფილიალის გახსნა.
ჟურნალი აღნიშნავს, რომ 2022წ. ინდოეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სომხეთთან 250 მილიონი აშშ დოლარის სარაკეტო გამშვები სისტემის „პინაკას“, ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალის და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდებაზე.