
ტოკიოში G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღიდან სომხების იძულებითი დეპორტაციის შედეგებიც განიხილეს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია:
„ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულნი ვართ აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ სომხების მთიანი ყარაბაღიდან დევნილების ჰუმანიტარული შედეგებით. ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, სრულად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით ნაკისრი ვალდებულებები და მივესალმებით საერთაშორისო ძალისხმევას დევნილთა გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის, რომელიც ეფუძნება ძალის გამოუყენებლობის, სუვერენიტეტის, ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს“.