მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მოახლოებული სესიის დღის წესრიგში ასევე შედის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგების საკითხი

13-14 ნოემბერს ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სესიის დღის წესრიგში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხიც  იქნება.

ამის შესახებ ბრიუსელში “Armenpress”-ის კორესპონდენტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მთავარმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განუცხადა.

სტანოს თქმით, განხილვა წინა სესიაზე, ლუქსემბურგში იყო დაგეგმილი, თუმცა დროის უქონლობის გამო, 13-14 ნოემბრის სესიაზე გადაიტანეს.

ნახეთ მეტი
Back to top button