სპორტი

ერევანში სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

ერევნის კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო.

“Armenpress”-ის  ინფორმაციით, 16:30 საათზე ერევანში  ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, რასაც 8 წონით კატეგორიაში მედლების ფინალი მოჰყვება. შეჯიბრის სამი დღის განმავლობაში შესარჩევი ორთაბრძოლები  გაიმართება დილის საათებში, მედლებისა კი საღამოს.

ამ ჩემპიონატში 70 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი ღებულობს მონაწილეობას, დელეგაციების წევრთა  საერთო რაოდენობა კი 2500-ს გადააჭარბებს.

ნახეთ მეტი
Back to top button