პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია ამ თვეში ერევანში გაიმართება  

სომხეთის მთავრობამ   9 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, 2023 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 120 მლნ  დრამი  (300 000 აშშ დოლარი )  გამოჰყოს ამა წლის 18-20 ნოემბერს ერევნში გასამართ ეუთო-ს საპარლამენტო ასაბლეის საშმოდგომო სესიის დანახარჯებიათვის.  

აღსანიშნავია, რომ ადრე გადაწყდა, რომ ეს სხდომა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა 2023 წლის თებერვალში გაირკვა, რომ უზბეკეთის მთავრობამ პოლიტიკური მიზეზების გამო გააუქმა სხდომის მასპინძლობის გადაწყვეტილება.

13 ივნისს სომხეთმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს ოფიციალური წერილი გაუგზავნა სომხეთის  ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის სახელით, რომ სომხეთი  მზადაა ერევანში საშემოდგომო სესიის ჩასატარებლად.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ერევანში საშემოდგომო სესიის გამართვა საშუალებას მისცემს სომხეთში უმასპინძლოს სტრუქტურის 57 წევრი ქვეყნის დელეგაციას – დაახლოებით 350 დეპუტატს. სესიაზე სამ გენერალურ კომისიაშისამხრეთ  კავკასიის რეგიონთან დაკავშირებული რიგი საკითხების განხილვის შესაძლებლობა მიეცემა.

რამდენიმე ქვეყნის დელეგაციის წევრებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, სესიაზე მოაწყონ ვიზიტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სომხეთის საზღვრებზე.

ასევე დაგეგმილია არაერთი ორმხრივი შეხვედრების გამართვა სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებსა და სრ  შესაბამის მეგობარ ჯგუფებს შორის.

2023 წელი 11 სექტემბერს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მოადგილე გუსტავო პარალესი, სესიის კოორდინატორი ოდილ ლელარჟი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ანჟელიკა ივანიშჩევა ჩავიდნენ ერევანში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიისთვის მზადების განსახილველად. დაათვალიერეს  ღონისძიების ადგილი და გაეცნენ  პირობებს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებზე დაყრდნობით განხორციელდა ხარჯების წინასწარი გაანგარიშება.

ნახეთ მეტი
Back to top button