საზოგადოება
ნავთობკომპანია British Petroleum-ს ბრალად ედება აზერბაიჯანის აგრესიის დაფინანსება არცახში – Global Witness
NEWS.am -ი წერს, რომ ნავთობისა და გაზის კომპანია British Petroleum-ს ბრალად ედება აზერბაიჯანის აგრესიის დაფინანსება არცახში. ამ დასკვნამდე მივიდნენ კომპანია Global Witness-ის მკვლევარები, რომელიც ებრძვის კორპორაციების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას.
2020 წელი BP-მ აზერბაიჯანის მთავრობას 35 მილიარდი დოლარის ნავთობისა და გაზის პროდუქტები გადასცა. გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ოთხჯერ აღემატება აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯებს.
BP არ აღიარებს ბრალს და აცხადებს, რომ მზად არის აწარმოოს “უსაფრთხო, საიმედო და სტაბილური ენერგეტიკული ბიზნესი” აზერბაიჯანში.