პოლიტიკა

რომელი საკითხია სომხეთისთვის ფუნდამენტური აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში

სომხეთისთვის აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში საზღვრის გარკვევის საკითხი კვლავაც ფუნდამენტური რჩება.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა განაცხადა.

„ჩვენთვის ფუნდამენტური რჩება საზღვრის გარკვევის საკითხი. აზერბაიჯანთან ურთიერთობის მოწესრიგების შესაძლო დოკუმენტის ქვაკუთხედი ორ ქვეყანას შორის საზღვრის დაფიქსირება უნდა იყოს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება განბლოკვის  პროცესის ოთხი პრინციპის ჩაწერა, რომლებიც ასევე დაფიქსირებულია გრანადის დეკლარაციაში.

ასევე მნიშვნელოვანი იქნება დავების მოგვარების მკაფიო მექანიზმის შექმნა“, – განაცხადა კოსტანიანმა.

მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკა კვლავაც დაინტერესებულია აზერბაიჯანთან ურთიერთობის მოწესრიგების შესახებ შეთანხმების გაფორმებით.

ნახეთ მეტი
Back to top button