საზოგადოება

სომეხი ამერიკელების დისკრიმინაციისთვის Citigroup 25,9 მილიონი დოლარით დაჯარიმდა

როგორც FACTOR.AM-ი წერს, წლების განმავლობაში, აშშ-ში დაფუძნებული Citibank არალეგალურად ახდენდა სომეხი ამერიკელების დისკრიმინაციას მათი საკრედიტო ბარათის განაცხადების გამოყოფით მათი გვარის მიხედვით. ამის შესახებ ფედერალურმა მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიურომ, CFPB-მ დაადგინა, რომ სულ მცირე 2015 წლიდან 2021 წლამდე კომპანიის  „სამიზნე“ იყო სომხური წარმოშობის ადამიანები. “Citi ეპყრობოდა სომეხ ამერიკელებს, როგორც კრიმინალებს, რომლებსაც შეეძლოთ თაღლითობის ჩადენა”, – ამტკიცებს CFPB. მარეგულირებლის თქმით, ბანკმა სომხურ-ამერიკულ აპლიკაციებზე სხევბტან შედარებით უფრო მკაცრი სტანდარტები გამოიყენა  დაუყოვნებლივ უარყო ისინი, დაბლოკა ანგარიშები და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია. Citi -ს მიზანში  ჰქონდა ამოღებული  აპლიკანტები, რომლებსაც  გვარებში  “-იან” და “-yan” დაბოლოება ჰქონდათ.  დისკრიმინაცია განსაკუთრებით აშკარა იყო გლენდეილსა და კალიფორნიის სხვა თემებში. ამ დისკრიმინაციის დასამალად კომპანიამ დოკუმენტებიც კი გააყალბა. CFPB-მ ბანკს დააკისრეს   25,9 მილიონი აშშ დოლარი ჯარიმის გადახდა და მომხმარებელთა ანაზღაურება.

 „სამწუხაროდ, კალიფორნიის ნაწილებში მოქმედი კარგად დოკუმენტირებული სომხური თაღლითური ქსელის ჩაშლის მცდელობისას, რამდენიმე თანამშრომელი ჩაერთო დაუშვებელ ქმედებებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის  პრიორიტეტულია ჩვენი ბანკისა და ჩვენი კლიენტების დაცვა თაღლითობისგან, მიუღებელია საკრედიტო გადაწყვეტილებების ეროვნული წარმოშობის საფუძველზე გაცემა“, – განუცხადა Citi-ს სპიკერმა კარენ კერნსმა CNN-ს. მან დასძინა, რომ შიდა გამოძიების შემდეგ, ბანკმა განახორციელა  “შესაბამისი ქმედება” ჩართულ პირთა მიმართ და მიიღო ზომები, რათა არ განმეორდეს ეს.

ნახეთ მეტი
Back to top button