ეკონომიკა

სომხეთიდან ხორბლის, ქერის, სიმინდის, წიწიბურის, მზესუმზირის თესლის, ზეთის ექსპორტი 6 თვით აიკრძალება.

მთავრობამ დღეს, 9 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება სომხეთიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  არწევრ ქვეყნებში ზოგიერთი  საქონლის ექსპორტის დროებითი აკრძალვის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით აკრძალულია მთელი რიგი სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მათ შორის: ხორბლის, მესლინის, ქერის, სიმინდის, წიწიბურის, მზესუმზირის თესლისა და მზესუმზირის ზეთის ექსპორტის დროებითი (6 თვის ვადით) აკრძალვა.

გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სომხეთის რესპუბლიკის სასურსათო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილიზაციის უზრუნველყოფას.

აღნიშნულ პროდუქტებთან დაკავშირებით შიდა წარმოება არ აკმაყოფილებს სრ  ბაზრის მოთხოვნას, რომლის შევსებაც  ხდება  ძირითადად იმპორტის მოცულობების ხარჯზე.

ნახეთ მეტი
Back to top button