მთავარიპოლიტიკა

სომხეთის კუხო-დან გასვლის სამართლებრივი პროცესი არ არსებობს

სომხეთის კუხო-დან გასვლის სამართლებრივი პროცესი არ არსებობს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა სომხეთი მონაწილეობას 23 ნოემბერს მინსკში გამართულ კუხო-ს სამიტში, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობება“, – განაცხადა კოსტანიანმა.

 „თეორიულად, ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ ან არ  მივიღოთ. ამჟამად კუხო-დან გასვლის სამართლებრივი პროცესი არ განიხილება“.

ნახეთ მეტი
Back to top button