პოლიტიკა

სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა სსს-ს  პრესსპიკერმა.

კომენტარში კონკრეტულად წერია:

„სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინზე“, რომლის ფუნდამენტური პრინციპებიდან ირკვევა, რომ რეგიონული კომუნიკაციების გახსნის შემთხვევაში სომხეთის რესპუბლიკამ  თავის ტერიტორიაზე, საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით უნდა განახორციელოს სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ სრ-ში  შეიქმნა სპეციალური განყოფილება, რომლის ამოცანაა უზრუნველყოს ამ კომუნიკაციების უსაფრთხოება, აგრეთვე საქონლის, ტვირთის, მანქანების და ხალხის გადაადგილება რეგიონული კომუნიკაციების გახსნის შემთხვევაში.

სომხეთის რესპუბლიკა არასოდეს დათანხმდა მისი სუვერენიტეტის რაიმე შეზღუდვას რაიმე დოკუმენტით და არ დაუშვებს  მესამე ქვეყნის კონტროლი დაწესდეს მისი სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილზე“, – ნათქვამია კომენტარში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სამმხრივი შეთანხმებების შესაბამისად, აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო კომუნიკაციის კონტროლს რუსეთის FSB-ს დაცვის სამსახურის სასაზღვრო ორგანოები განახორციელებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button