პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ირანს, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები სომხეთში ირანის ელჩის ინტერვიუს გამო

ჩვენ მკაცრად ვგმობთ სომხეთის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მეჰდი სუბჰანის უსაფუძვლო პროვოკაციულ განცხადებებს 10 ნოემბერს სომხური CivilNet-ის პლატფორმისთვის მიცემულ ინტერვიუში. ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროს აიხან ჰაჯიზადეს კომენტარში.

News.am-ის გადმოცემით, ჰაჯიზადეს თქმით, „ეს აზრები ძირს უთხრის აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებულია ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემაზე და ამავე დროს ეწინააღმდეგება იმას, რაც ირანის პრეზიდენტმა 9 ნოემბერს ტაშკენტში განაცხადა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე. ამგვარად, აღნიშნული შეხვედრის დროს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა სეიედ იბრაჰიმ რაისმა სიხარულით აღნიშნა, რომ მრავალი წლის შმდეგ აზერბაიჯანმა უზრუნველყო თავისი ტერიტორიული მთლიანობა, ყარაბაღი აზერბაიჯანთან გაერთიანდა.

,,პროვოკაციად მიგვაჩნია ირანის ელჩის განცხადებები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ირანის პრეზიდენტის სიტყვების, ასევე ბოლოდროინდელ აზერბაიჯანსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში პოზიტიური დინამიკის ფონზე.

ჩვენ ველით, რომ ირანი მიიღებს შესაბამის ნაბიჯებს ელჩის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, ასევე აღკვეთს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი ურთიერთობების სულისკვეთებას“, – დასძინა ჰაჯიზადემ.

ირანის ელჩმა სომხეთში მეჰდი სობჰანიმ CivilNet-თან ინტერვიუში განაცხადა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ.

„ჩვენ ვაღიარებთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო და გაეროს ნორმების შესაბამისად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ხალხის უფლებები უნდა დაირღვეს. ჩვენ გვჯერა, რომ დაცული უნდა იყოს ყარაბაღის ხალხის უფლებები, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყარაბაღის ხალხის ყველა წარმომადგენლის უფლებები, მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი უფლებების გამოყენების შესაძლებლობა. ეს არის რეალობა, რომლის იგნორირებას ვერავინ და მათ შორის აზერბაიჯანი ვერ შეძლებს.

როცა ყარაბაღის კრიზისი დაიწყო და ყარაბაღელები სომხეთში ჩამოვიდნენ, ლტოლვილთა ჯგუფი კაპანში იყო, მივედი და ვკითხე, რატომ დატოვეთ ეს ტერიტორია და მითხრეს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ქვეყანამ, რომელიც სხვას თავის მოქალაქეს უწოდებს, უნდა შექმნას პირობები, რომ ამ ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ და არ დატოვონ ეს ტერიტორია, ეს მიწა. ჩვენ ვართ ყარაბაღის მოსახლეობის კანონიერი და ლეგიტიმური უფლებების დაცვის მომხრეები“, – განაცხადა მან.

სომხეთში გამავალი გზების შემთხვევაში ტერმინ „დერეფნის“ გამოყენებაზე საუბრისას მან აღნიშნა. მათი განცხადებების მიღმა ფარული აზრები იმალება.

„ჩვენ ვიცავთ სომხეთის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ვეწინააღმდეგებით ყველაფერს, რაც არღვევს მის საერთაშორისო საზღვრებს. რაც შეეხება დერეფანს, უნდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ლიტერატურაში ის საკომუნიკაციო გზას ნიშნავს, მაგრამ როცა სომხეთს უკავშირდება, განსაკუთრებულ სამართლებრივ მნიშვნელობას იძენს. ვინც ამ სიტყვას იმეორებს მას განსაკუთრებული მნიშვნელობით იყენებს და განცხადებების მიღმა ფარულ აზრებს მალავს“, – განაცხადა ელჩმა.

ელჩმა დაარწმუნა, რომ ირანი არ არის წინააღმდეგი სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენის, მაგრამ მიუღებლად მიიჩნევს გზების არსებობას სომხეთის კონტროლის მიღმა.

„ჩვენ იმ კომუნიკაციებისა და არხების წინააღმდეგი ვართ, რომლებიც სომხეთის სუვერენიტეტის ფარგლებს სცილდებიან და სომხეთის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებენ. ჩვენი გადმოსახედიდან მიუღებელია ის გზა, რომელიც არ ექვემდებარება სომხეთის კონტროლს და სუვერენიტეტს“, – განაცხადა მეჰდი სობჰანიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button