მთავარიპოლიტიკა

ეთნიკური წმენდის შედეგად 500 ათასზე მეტ სომეხს აღარ აქვს საშუალება იცხოვროს სამშობლოში. სრ პრემიერ-მინისტრი

პარიზის სამშვიდობო ფორუმის დოკუმენტებიდან ერთ-ერთი მთავარია ის, რომ მსოფლიოში 2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში. სომხეთის რესპუბლიკის თვალსაზრისით, უფრო ზუსტი იქნება, რომ ეს წინადადება ასე ჩამოყალიბდეს: ეთნიკური წმენდის შედეგად 500 ათასზე მეტ სომეხს აღარ აქვს საშუალება იცხოვროს სამშობლოში.

Armenpress-ის გადმოცემით, ეს მოსაზრება პარიზში “მე-6 მშვიდობის ფორუმის” პანელზე გამოთქვა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„500 ათასი არის აზერბაიჯანიდან იძულებით დევნილი და ეთნიკური წმენდის შედეგად ლტოლვილთა რიცხვი. მათგან დაახლოებით 360 000 იძულებით დევნილი იქნა აზერბაიჯანიდან 90-იანი წლების დასაწყისიდან სუმგაითისა და ბაქოს დარბევისა და სომხების სიძულვილის შედეგად. მას შემდეგ სომხური სიძულვილი აზერბაიჯანში სახელმწიფო პოლიტიკად იქცა. მანამდე კი, საბჭოთა კავშირის დროს, ადმინისტრაციული და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, სომხებს მოუწიათ ნახიჩევანის და აზერბაიჯანის მრავალი სხვა ტერიტორიის დატოვება. 2020 წლის 44-დღიანი ომის დროს მთიანი ყარაბაღი 26000-მდე სომეხმა დატოვა. 19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმისა და ეთნიკური წმენდის შედეგად, დაახლოებით 105 000 სომეხს მოუწია მთიანი ყარაბაღის დატოვება ერთ კვირაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა შეახსენა, რომ სომხური მხარე დიდი ხანია აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ასეთი პერსპექტივა სულ უფრო რეალური ხდება, განსაკუთრებით 2022 წლის დეკემბერში ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის შემდეგ.

„მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ არ მიიღო ადეკვატური ზომები და ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ მათ, ვინც ამტკიცებს, რომ სომხების იძულებითი გადასახლება მთიანი ყარაბაღიდან მოხდა ზოგიერთი საერთაშორისო მოთამაშის ჩუმად ან კულისებში შეთანხმებით. თუმცა, ძვირფასო მონაწილეებო, მე არ მოვსულვარ ამ სამშვიდობო ფორუმზე ომზე სასაუბროდ. მე მოვედი მშვიდობაზე სასაუბროდ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის რესპუბლიკას „დასავლეთ აზერბაიჯანი“ უწოდა მას შემდეგ, რაც სომხების ეთნიკური წმენდის გეგმის მინიმუმი განხორციელდა“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა და დასძინა, რომ ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანი“ არის  აზერბაიჯანის სკოლებში, უნივერსიტეტებში, მასმედიაში გავრცელებული აზერბაიჯანის კონცეფცია, რომელიც წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი ომის მომზადების კონცეფციას.

სრ პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი ხდება მიუხედავად იმისა, რომ მხარეები თითქოს ახლოს არიან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერასთან, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული პრობლემები სერიოზულ კითხვებს აჩენს აზერბაიჯანის გულწრფელობასთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button