მასმედია. საქართველოს კონტრდაზვერვის მიერ დაკავებული ერთ-ერთი უცხოელი აზერბაიჯანის მოქალაქეა

ტერორისტულ ორგანიზაციაში ISIS-ში გაწევრიანების ბრალდებით საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, იუწყება აზერბაიჯანული მედია ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი ორი უცხოელიდან ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა, მეორე კი რუსეთის მოქალაქეა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისინი დააკავეს იმ მოტივით, რომ შექმნეს პირობები მიგრანტის საქართველოს ტერიტორიით სხვა ქვეყანაში უკანონოდ გაგზავნისთვის და საქართველოში ყოფნისთვის.
ცნობილია, რომ დაკავებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში უახლოეს საათებში გაიმართება.
აღინიშნა, რომ გამოძიების გაგრძელების გამო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართება. დაკავებულის ადვოკატმა ანი სიშნიაშვილმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მტკიცებულება ვერ მოიპოვა, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს (ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება).