სომხური მხარე იმედოვნებს, რომ უახლოეს თვეებში მოაწერს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან, ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებში შეთანხმებული სამი პრინციპის საფუძველზე.
ამის შესახებ პარიზში, „მშვიდობის მე-6 ფორუმის“ პანელზე გამართულ დისკუსიაზე განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ზემოაღნიშნულ სამ ძირითად პრინციპზე.
„პრინციპი No1: სომხეთი და აზერბაიჯანი სრულად აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, იმის საფუძველზე, რომ სომხეთის ტერიტორიას უკავია 29 800 კმ2, ხოლო აზერბაიჯანის – 86 600 კმ2.
პრინციპი ნომერი 2: სომხეთი და აზერბაიჯანი ადასტურებენ თავიანთ უპირობო ერთგულებას 1991 წ. ალმა-ატას დეკლარაციის მიმართ – როგორც დემარკაციის პოლიტიკურ ჩარჩოს. ცნობისთვის, ალმა-ატას დეკლარაციას 1991 წლის 21 დეკემბერს ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირის 12-მა რესპუბლიკამ. ამ დეკლარაციით ყოფილი სსრკ-ს 12 რესპუბლიკა, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი, აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, არსებული ადმინისტრაციული საზღვრების ხელშეუხებლობას, ამიტომ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრები სახელმწიფო საზღვრად იქცევა.
პრინციპი ნომერი 3: სამომავლო სატრანსპორტო ღონისძიებები რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვის მიზნით, პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, იურისდიქციის, ორმხრივობისა და თანასწორობის პრინციპებს“, – განმარტა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა შეახსენა, რომ აღნიშნულ პრინციპებზე შეთანხმება მიღწეული იქნა ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მოლაპარაკების დროს და ეს შეთანხმებები დაფიქსირდა მაისის სამმხრივი შეხვედრების შემდეგ 2023 წლის 14 და 15 ივლისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებებში.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ასევე გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა ამ პრინციპების მიმართ, როგორც ეს გამოხატულია გრანადის ოთხმხრივ დეკლარაციაში, რომელსაც ხელს აწერენ შარლ მიშელი, ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მე. და თუ აზერბაიჯანი არ უარყოფს ამ პრინციპებს, ეს ნიშნავს, რომ უახლოეს თვეებში აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა ძალზე რეალური გახდება. სამწუხაროდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უარი თქვა გასულ თვეში გრანადაში გამართულ ხუთმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე. ოქტომბერში ბრიუსელში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა არ შედგა და მე არ მიმიღია მომდევნო შეხვედრაზე მიწვევა შარლ მიშელისგან. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ევროკავშირის პარტნიორები ერთგულად ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს“, – განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა.