პოლიტიკა

სომხეთში 50-მდე ქვეყნიდან 300 დელეგატი ჩამოვა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიისთვის მზადება დაიწყო

რამდენიმე დღეში ერევანი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის მთავარი პლატფორმა გახდება.

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ინფორმაციით, სომხეთში 50-მდე ქვეყნიდან 300 დელეგატი ჩამოვა. მასპინძელი მხარეა ეროვნული ასამბლეა.

Armenpress-ის ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია, რომელიც ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი სესიაა, 18-20 ნოემბერს გაიმართება. სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ ზაფხულში განაცხადი წარადგინა და მზადყოფნა გამოთქვა ასამბლეის საშემოდგომო სესიის დელეგატებს სომხეთში უმასპინძლოს.

ნახეთ მეტი
Back to top button