
სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარიზში გამართული „მშვიდობის მე-6 ფორუმის“ პანელური განხილვის კითხვა-პასუხის დროს ისაუბრა ოფიციალური ბაქოს მიერ წამოყენებულ თეზისზე „დასავლეთ აზერბაიჯანის“ შესახებ.
Armenpress-ის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა აუდიტორიის ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანის მიერ მზარდ რიტორიკაზე, რომლითაც სომხეთის რესპუბლიკას „დასავლეთ აზერბაიჯანს“ უწოდებენ.
„ეს არის ძალიან შემაშფოთებელი გზავნილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თეზისი წახალისებულია ხელისუფლების მიერ. მაგრამ არის ძალიან მარტივი კითხვა – არ არის საჭირო დამატებითი არგუმენტები. თუ აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ სამ პრინციპს, რომლებზეც ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას აზერბაიჯანის პრეზიდენტის მონაწილეობით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ წინსვლა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.