სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა, ეს არის სიტუაცია, როდესაც რეგიონის ყველა ქვეყანა ცხოვრობს ღია საზღვრებით, დაკავშირებულია აქტიური ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული კავშირებით, აქვს ყველა საკითხის დიპლომატიური და დიალოგის ინსტრუმენტებით გადაჭრის დაგროვილი გამოცდილება და ტრადიცია. ასეთი ვითარების უზრუნველყოფა სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის გარეშე ძალიან რთული იქნება და ამის გათვალისწინებით, სრ მთავრობამ წარადგინა პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“.
Armenpress-ის გადმოცემით, სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ განაცხადა პარიზში “მშვიდობის მე-6 ფორუმის” პანელზე. პროექტი “მშვიდობის გზაჯვარედინი” ჩვენს რეგიონულ ქვეყნებს, მათ შორის აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს დააკავშირებს რკინიგზით, გზებით, კაბელებით, გაზსადენებით, ელექტროგადამცემი ხაზებით, არსებული კავშირების დასაკავშირებლად ან გაძლიერების მიზნით.
„როგორც იცით, ამჟამად არ გვაქვს მოქმედი გზები, მოქმედი რკინიგზა, კაბელები, მილსადენები ან ელექტროგადამცემი ხაზები არც თურქეთთან და არც აზერბაიჯანთან და ჩვენ ვთავაზობთ სიტუაციის პოზიტიურად შეცვლას. მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი ასევე სარგებელს მოუტანს საქართველოს და ირანსაც, მათ შორის ორმხრივს, ასევე აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან ურთიერთობების განმტკიცების კუთხით. დეტალები წარმოდგენილია ჩვენს ბროშურაში „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც თქვენ მოგაწოდეთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ პროექტის განხორციელებას, როგორც სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სრ პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტის „მშვიდობის გზაჯვარედინი“ განხორციელება მომგებიანი იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ საერთაშორისო ვაჭრობის, კომუნიკაციისა და სტაბილურობისთვის.
„და მე მხარდაჭერის იმედი მაქვს არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნების, არამედ ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებისგან. უდავოა, ჩვენ ვდგავართ ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, ისტორიული გზაჯვარედინის წინ. ვაქციოთ ის მშვიდობის გზაჯვარედინად“, – დაასკვნა სრ პრემიერ-მინისტრმა.